09.09.2010 Eng | Geo

ბიბლიოთეკა

My status
ახალი ამბები
03 ივნ.'10 | ასოციაცია "Global Star" ქართულ სასტუმროებს ევროპის სტანდარტებთან შესაბამისობის დამადასტურებელ სერთიფიკატებს გადასცემს

     ასოციაცია ,,Global Star“-ი საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა  და კულტურის, ძეგთა დაცვისა და სპორტის სამინისტროსთან  გაფორმებული მემორანდუმის თანახმად უზრუნველყოფს საქართველოს სასტუმროების ევროპის ერთიან სტანდარტის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანას, საქართველოს სასტუმროების კლასიფიკაციის (ვარსკვლავების მინიჭების) ერთიანი მიდგომის ჩამოყალიბებასა და საქართველოს სასტუმროების წარმომადგენლებისათვის სემინარების საშუალებით ევროპის ერთიანი სტანდარტის მოთხოვნების გაცნობას.
     აღნიშნულმა ასოციაციამ წარმოადგინა შესრულებული სამუშაოების ანგარიში:
     ასოციაცია Global Star-ის მიერ შესრულებული რიგი აუდიტების და მენეჯმენტთან მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად, სასტუმრო River Side-ს (თბილისი, ბროსეს ქუჩის შესახვევი) მიენიჭა სამვარსკვლავიანი კატეგორია და გადაეცა შესაბამისი დამადასტურებელი სერტიფიკატი. სასტუმროს ხელმძღვანელობამ სერვისების გაუმჯობესების და მომხმარებლისთვის დამატებითი კომფორტის შექმნის მიზნით, დაგეგმა გარკვეული რეორგანიზაციული ღონისძიებები, რის შედეგადაც River Side-ის მენეჯმენტს შესაძლებლობა ექნება დააკმაყოფილოს არსებული კლასიფიკაციის სისტემის უფრო მაღალი კატეგორიის მოთხოვნები და ყველა საჭირო ცვლილების წარმატებულად განხორციელების შემდეგ სავარაუდოთ მიიღებს ოთხი ვარსკვლავის შესაბამის კატეგორიას.          
     Georgia Palace Hotel-ის ხელმძღვანელობამ განაცხადი გააკეთა ერთ-ერთ ყველაზე ავტორიტეტულ სასტუმროთა საძიებო პორტალზე Hotels.com-ზე ხუთვარსკვლავიანი კატეგორიის შესახებ სარეკლამო ინფორმაციის განთავსების თაობაზე. რაზედაც ვებ-გვერდის ადმინისტრაციამ ოფიციალური დამადასტურებელი სერტიფიკატის წარდგენა მოითხოვა. Global Star-ის მიერ გადაცემული სერტიფიკატის წარდგენის შემდეგ ინფორმაცია სასტუმროს კატეგორიის შესახებ განთავსდა ზემოდ ხსენებულ საძიებო პორტალზე და ხელმისაწვდომია უკვე უცხოელი მომხმარებლისთვისაც.  აღნიშნულ პორტალზე სასტუმროს შესახებ ინფორმაციის განთავსება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს უცხოელი დამსვენებლების მოზიდვას.
     18-20 ივნისს ასოციაცია Globa Star-ი მონაწილეობას მიიღებს Georgia Palace Hotel- ის მიერ დაგეგმილ სეზონის გახსნის ღონისძიებაში, რის შემდეგაც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინიციატივით და ორგანიზებით გაიმართება პრეზენტაცია და სამუშო შეხვედრები აჭარის რეგიონში მოქმედ რესტორნებსა და სასტუმროებთან.    

 

 


 





© 2008, Department of Tourism and Resorts of Georgia