| 19 ივნ.'10 | %20of%20_DSC8641.JPG)
მიმდინარე წლის 15-18 ივნისს ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოწვევითა და ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ორგანიზებით საქართველოს მსოფლიო ტურიზმის გენერალური მდივანი თალებ რიფაი ესტუმრა.
ვიზიტის ძირითად მიზანს წარმოადგენდა ეკონომიკის სამინისტროსა და მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციას შორის თანამშრომლობის გაღრმავება. ამ მიზნით ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს. აღნიშნული მემორანდუმი გაფორმდა სამხრეთ კავკასიის ტურიზმის ინიციატივასთან დაკავშირებით, რაც გულისხმობს რეგიონში ტურიზმის სფეროში საქართველოს, როგორც ლიდერი სახელმწიფოს როლის გაძლიერებას და რეგიონის ეფექტიან პოზიციონირებას საერთაშორისო ბაზრებზე.
ვიზიტის ფარგლებში მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი შეხვდა საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს და სხვა ოფიციალურ პირებს, ასევე საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენლებს.
თალებ რიფაისათვის მოეწყო გაცნობითი ტური თბილისში, სვანეთსა და აჭარაში. მისი თქმით საქართველოს ტურიზმის განვითარების მხრივ სერიოზული პერსპექტივები აქვს და ყველანაირი პოტენციალი გააჩნია რომ რეგიონში ტურიზმის ცენტრი გახდეს. |