09.09.2010 Eng | Geo

ბიბლიოთეკა

My status
ახალი ამბები
08 ივლ.'10 | კონფერენცია სამთო-სათხილამურო ცენტრების განვითარებაზე

საქართველოს მთავრობის მიერ ტურიზმი გამოცხადებულია ქვეყნის ეკონომიკური აღმავლობისა და ინვესტიციების მოზიდვის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად, სწორედ ამიტომ ტურისტული პროექტების განხორციელებას ქვეყანაში უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს.
მიმდინარე წლის 6-7 ივლისს ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინიციატივითა და ორგანიზებით სასტუმრო “შერატონ მეტეხი პალასში” ჩატარდა კონფერენცია, რომელიც საქართველოში სამთო-სათხილამურო ცენტრების განვითარებას მიეძღვნა.
აღნიშნული კონფერენციის მიზანს წარმოადგენდა ავსტრია-ინსბრუკის გამოცდილების გაზიარება საქართველოში სამთო ტურისტული ცენტრების დაგეგმარების, მართვისა და მარკეტინგის სფეროში. ტურისტული ცენტრების განვითარება კომპლექსური საკითხია და გულისხმობს სივრცულ დაგეგმარებას, ინფრსატრუქტურის განვითარებას, მიწათსარგებლობას, განაშენიანებას, ტურისტული პროდუქტის შექმნას, ოპერირების ნორმებს, მარკეტინგს და სხვა ურთიერთდაკავშირებულ საკითხთა გათვალისწინებას.
მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ აღნიშნული სფეროს ექსპერტები ავსტრიის ტიროლიდან, ტურიზმის სახელმწიფო ორგანიზაციების წარმომადგენლები აზერბაიჯანიდან და სომხეთიდან, ასევე კერძო სექტორის წარმომადგენლები, რომლებიც ახალი სამთო კურორტების ინდუსრტიის შექმნაზე მუშაობენ.
კონფერენციის ფარგლებში ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარემ ვახტანგ ასათაშვილმა გააკეთა პრეზენტაცია საქართველოში სამთო კურორტებზე არსებულ მდგომარეობასა და მათი განვითარების პერსპექტივების შესახებ. კონფერენცია სამ ნაწილად იყო დაყოფილი, რომელიც სამთო კურორტების დაგეგმარების, ოპერირების და მარკეტინგის საკითხებს ეძღვნებოდა.


 





© 2008, Department of Tourism and Resorts of Georgia